3 ივნისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი. ვიზიტის მთავარი მიზანია ივნისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის მომზადება.
აპატურაი შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.