ცხინვალის რეგიონთან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ მდებარე სოფელ პერევში არსებული პრობლემებზე ისაუბრებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე. შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის გარდა აღნიშნული კუნთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის შოთა მალაშხიას თქმით, მიუხედავად იმისა აღნიშნული კომიტეტი სისტემატიურად განიხილავს ე.წ. კონფლიქტურ სოფლებში არსებულ მდგომარეობას, მათ რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
„უგზოობა, გაზის მილების არარსებობა, სარწყავი სისტემის ნაკლებობა და საძოვრების ნაკლებობა, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ე.წ. კონფლიქტურ სოფლებში ყველა ოჯახს აწუხებს. მე განვაცხადე კომიტეტზე რომ ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრი არ გვეტყვის რეალურად რა ხდება კონფლიქტის რაიონში, ოკუპანტი რუსეთი მავთულხლართებს ამონტაჟებს თუ არა ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ შეიმუშავებს ერთობლივ პროექტს ამ ტერიტორიებზე პრობლემების მოსაგვარებლად მანამ ეს პრობლემები გადაუწყვეტი დარჩება", - განაცხადა შოთა მალაშხიამ.