,,არ გამოვრიცხავ, რომ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან პოლიციელების რაოდენობა გაიზარდოს", _განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერმა ივანიშვილმა რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსშია.
"ვითხოვთ მონიტორების რაოდენობის გაზრდას და ეს საკითხი მთავრობის სხდომაზეც განვიხილეთ. არ გამოვრიცხავთ პოლიციელების რაოდენობის გაზრდასაც, თუ ეს არ გამოიწვევს საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილებას. ეს მოხდება მათთან შეთანხმებით. დიცში განვითარებულ მოვლენებზე ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში, იმედია, მონიტორების გაზრდას შევძლებთ, შეიძლება პოლიციაც დავამატოთ და გავამაგროთ ადგილობრივი მოსახლეობა. პოლიტიკურად ამაზე მეტის გაკეთება დღეს საჭირო არაა. დაველოდოთ, ვნახოთ, საიდან მოდის და რა დონეზეა ეს გადაწყვეტილება მიღებული. მოვითმინოთ და დავალაგებთ ყველაფერს. რაც მთავარია, მათ, ვინც დაზარალდა და უფლებები შეელახა, მაქსიმალურად დავეხმარებით", - განაცხადა ივანიშვილმა.