საქართველოში სასურველი ლიდერი მიხეილ სააკაშვილია. შესაბამისი გამოკითხვა IRI-მა ჩაატარა.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტს სასურველ ლიდერად მოსახლეობის გამოკითხულთა 43 % ასახელებს.
კითხვაზე "ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას" ყველა სხვა დანარჩენს 38 % ემხრობა, 25 %-ს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.