აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა შეიარაღებული კაცი მოკლა, რომელიც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციის ტერიტორიაზე შეიჭრა.
ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
მედიის ცნობით, უცნობ კაცს, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, მანქანაში ბენზინით სავსე ჭურჭელიც აღმოაჩნდა.
ოფიციალური პირების თქმით, საიდუმლო სამსახურის ან პალმ-ბიჩის ოლქის შერიფის არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა .
აღნიშნულია, რომ ინციდენტის დროს პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში იმყოფებოდა.