უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 22 თებერვლის ღამეს კიევსა და მიმდებარე რეგიონებს, მათ შორის დნიპროს, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ოდესის, პოლტავას და სუმის ოლქებს, თითქმის 300-მა რუსულმა თავდასხმის დრონმა და 50-მა რაკეტამ შეუტია.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკა იყო და ასევე ზიანი მიადგა რკინიგზას.
„მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად ინვესტირებას თავდასხმებში აგრძელებს.
მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1400-ზე მეტი მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 96 რაკეტა, მათ შორის ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სწორედ ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა. საჭიროა სისტემები, რომლებიც ეფექტურად იმუშავებენ ბალისტიკის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.