გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა გრენლანდიაში სამედიცინო გემის გაგზავნის შესახებ. ამის შესახებ ნილსენი Facebook-ზე წერს.
„ჩვენ გავეცანით პრეზიდენტ ტრამპის წინადადება გრენლანდიაში ამერიკული სამედიცინო გემის გაგზავნის შესახებ. თუმცა, ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სისტემა, რომლის მიხედვით მოქალაქეებისთვის მკურნალობა უფასოა. ეს შეგნებული არჩევანია“, - დაწერა გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ნილსენმა აღნიშნა, რომ გრენლანდია ღია რჩება დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.
„მაგრამ სოციალურ მედიაში შემთხვევითი განცხადებების გაკეთების ნაცვლად, პირადად დაგველაპარაკეთ. დიალოგი და თანამშრომლობა მოითხოვს პატივისცემას, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები სახლში მიიღება“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, ლუიზიანის გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამედიცინო გემს გაგზავნის.