მედეტ უნლიუ, ჩეჩნეთის საპატიო კონსული და თურქეთში ჩეჩნური დიასპორის ერთ ერთი ლიდერი, ანკარაში მოკლეს. უცნობი პირი მას სამსახურთან ელოდებოდა და თავში ერთი გასროლით მოკლა.
დიპლომატის ცხედარი მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქული პოლიცია აღნიშნული საქმის გამოძიებას აწარმოებს.