პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში გაემგზავრნენ.
ისინი  22 მაისს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრებიან. განხილვის მთავარი თემები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს საქართველოში ვიზიტი და ჟენევის ფორმატში მიმდინარე დისკუსიები იქნება. 
სხდომაზე ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრებენ. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები