ავღანეთის ხელისუფლება ირანელ მესაზღვრეებს ავღანელი არალეგალების მკვლელობაში სდებს ბრალს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო როიტერი ავრცელებს. ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, მესაზღვრეებმა 11 მაისს ცეცხლი გაუხსნეს ავღანეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობდნენ უკანონოდ გადაეკვეთათ ავღანეთისა და ირანის საზღვარი. პოლიციის წარმომადგენლის აბდულ ქარიმ ანგარის განცხადებით, გარდაცვლილია 10 და დაჭრილია 8 ადამიანი.
ასევე, ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ირანს უკანონო პატიმრობაში ჰყავს 21 ადამიანი. ამის გამო, ქაბულმა უკვე გაუგზავნა ოფიციალური საჩივარი ირანის ელჩს. ირანის ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური კომენტარის გაკეთებისკან თავს იკავებს.
ყოველდღიურად ავღანეთისა და ირანის საზღვარს ასობით ლტოლვილი კვეთს, რომლებიც 700 დოლარს უხდიან ხალხს, რომელთაც ისინი საზღვარზე გადაჰყავთ. ირანელი მესაზღვრეები ცეცხლის გახსნაში აქამდე არ დაუდანაშაულებიათ.