ირანში პრეზიდენტობის მსურველთა რეკორდული მაჩვენებელი, 686 ადამიანი დაფიქსირდა, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად გამოთქვეს. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა, ხოლო ყველაზე უხუცესი 87 წლის. ასევე ცნობილი გახდა, რომ ისტორიაში პირველად პრეზიდენტობისთვის კენჭს ქალი იყრის.
ირანის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი 475 კანდიდატი იყო, რომელიც 14 ივნისს გასამართმა არჩევნებმა მნიშვნელოვნად მოხსნა. თუმცა როგორც ცნობილია ქვეყანაში შესაბამისი საბჭო შეიქმნება, რომელიც შიიტებისა და იურისტებისგან შედგება და სწორედ ისინი განსაზღვრავენ 686 განცხადებიდან საბოლოოდ ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ზუსტი სია 22-24 მაისს გახდება ცნობილი. ქვეყნის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, რადგან ის პრეზიდენტად უკვე ზედიზედ ორჯერ აირჩიეს.