ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრისა და კობა დავითაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ბიზნესცენტრში შესვლამდე დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, ის ბიძინა ივანიშვილს, დავით სერგეენკოს და ასევე ჯადაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯმდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდება.
"როცა ადამიანი რაღაცას აშავებს, მაშინ უნდა აგოს პასუხი. როცა მე ვიჩხუბე, მიუხედავად იმისა ამის საფუძველი მქონდა თუ არა, ღიად განვაცხადე რომ მზად ვიყავი დამეტოვებინა კოალიცია. დღეს მე ვახორციელებ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, კერძოდ, კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს დავტოვო კოალიაცია", - განაცხადა ბიზნესცენტრში შესვლამდე კობა დავითაშვილმა.