26 მაისის ღონისძიებების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია პირველ სხდომას გამართავს. ამის შესახებ რუსთავი-2"-თან საუბარში განათლების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კომისია გადაწყვეტს რა ფორმით აღნიშნება დამოუკიდებლობის დღე.
,,დავგეგმავთ კონკრეტულ ღონისძიებებს. აზრი და კონცეფცია ამ დღის ყველასთვის ნათელია. შევთანხმდებით ძირითად სამოქმედო გეგმაზე და შესაბამისი უწყებები თავიაანთ სამოქმედო გეგმას ჩაიბარებენ", _განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით 26 მაისის ღონისძიების დაგეგმვის მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.