რუსეთში მოსკოვის გარეუბანში, დიმიტროვის რაიონში ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში გაჩენილი ხანძრის შედეგად წინასწარი მონაცემებით, 38 ადამიანი დაიღუპა. მათგან ორი მედიცინის მუშაკია.
ტრაგედიის მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ხანძარს მხოლოდ სამი ადამიანი გადაურჩა.
"წინასწარი მონაცემებით შენობაში ხანძრის გაჩენის დროს 41 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩა მხოლოდ სამი ადამიანი.
მედდამ შეძლო ორ პაციენტთან ერთად შენობიდან გამოსვლა", - განაცხდა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლეგ სალგაიმ.
ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.