,,დღის პირველ ნახევარში გაურკვეველი ორი პირი რაღაც ვერცხლისფერი მანქანით შემოვიდნენ იმ შემოსასვლელიდან საიდანაც შემოსვლის უფლება აქვს მხოლოდ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პატრიარქს", -განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სანდრო ბარნოვმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სახელმწიფო დაცვის სამსახურს არანაირი უფლება არ ჰქონდა ისინი შენობაში შემოესვა, თუმცა ამის უფლება მაინც მისცა.
ანდრო ბარნოვის განმარტებით, ორ დადუდგენელ პირს პრეზიდენტის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გადასცა პრეზიდენტის რეზიდენციის სასერვერო გასაღები და ისინი დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ ოთახში. როგორც ბარნოვა განმარტა მას შემდეგ, რაც დაუდგენელ ორ პირს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები თავზე დაადგნენ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე მათ ტერიტორია დატოვეს.
ანდრო ბარნოვის განცხადებით, იმ ოთახში სადაც დაუდგენელი ორი პირი იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდასაკომუნიკაციო ქსელიდან ყველა ინფორმაციის გატანა შეიძლება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სანდრო ბარნოვმა განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია შესაბამის ორგანოებს მიმართავს და შესაბამის ვიდეომასალასაც გაავრცელებს.