,,ჩემი დიდი სურვილია, რომ ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად დგომა მოვახერხოთ", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოში ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ კოჰაბიტაცია და სამართლიანობის აღდგენა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
,,ჩვენ ვახერხებთ თანაცხოვრებას ყოფილ ხელისუფლებასთან. ჩემი ძალიან დიდი სურვილია და ჩვენი გუნდის, რომ ჩვენ, ორივე მხარემ, პოზიციამ და ოპოზიციამაც კინკლაობისა და ჩხუბის სანაცვლოდ მოვახერხოთ ერთად დგომა, რამეთუ ქვეყანაში არსებობს უამრავი პრობლემა. ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთში საქმის გარჩევის დრო და მაქსიმალურად, საერთო ძალისხმევით უნდა მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის სწორი გზით წაყვანა. თუმცა გარწმუნებთ, რომ კოჰაბიტაცია და სამართლიანობის აღდგენა სხვადასხვა რამეა და ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ პოლიტიკა და სამართლიანობა. ძალიან ხშირად ამ ტერმინებს ერთმანეთში ურევენ, რაც გაუგებრობას იწვევს", -განაცხადა ივანიშვილმა.