"თბილისობა-2009" დღეს 10:00 საათზე პირველ საშუალო სკოლასთან ფოტოგამოფენით გაიხსნა. დღესვე, 13:00 საათზე მთაწმინდის პარკში ფესტივალ "ერის საგანძურის" ლაურეატების კონცერტი გაიმართება, 15 საათზე პროექტის "თბილისი ჩემი სახლია" ფარგლებში საიათნოვას მუზეუმი გაიხსნება, 17:00 საათზე ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა ნახატების გალერეა - ფონდების ღია ჩვენებას უმასპინძლებს, 18:00 საათზე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი" - კინოთეატრ "ამირანში" გამარჯვებულებს დააჯილდოებს, 19:00 საათზე, მოსაწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი კლასიკური მუსიკის კონცერტს გამართავს, 19 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ლიტერატურული პრემია "გალა"-ს დაჯილდოების ცერემონიალი, 20:00 საათზე კი, სპორტის სასახლეში თბილისი Oპენ Aირ/Aლტერ Vისიონ- ახალი სახეების დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
რაც შეეხება ხვალისთვის, 24 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებებს, 10:00 -11:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე "კლიმატის კვირეულის" ფარგლებში მსვლელობა მოეწყობა. 11:00-18:00 საათამდე მსურველებს მტკვრის სანაპიროზე ტივით გასეირნების საშუალება მიეცემათ, 12:00 საათზე, შარდენისა და სიონის ქუჩებზე ხილის ფესტივალი მოეწყობა, 14:00 საათზე კი,
რიყეზე, სპეციალურად შეჭედილ უზარმაზარ საწნახელში ყურძენი დაიწურება. ხვალვე, 12:00-დან 17:00 საათამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ავტო-შოუ - ძველი და ახალი მანქანების გამოფენა გაიმართება, 15:00-18:00 საათზე ქალაქის სხვადასხვა უბნებში ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა კონცერტები მოეწყობა, 15:00 საათზე მუშტაიდის ბაღში საბავშვო მუსიკალური კონკურსის - "ანაბანას" - მონაწილეთა კონცერტი და ილუზიონისტის შოუ, 18:00 საათზე კი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამეჯლისო დარბაზში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის თითების თეატრის' სპექტაკლი გაიმართება, რომელსაც დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც დაესწრება.
თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი, ხვალისისთვის დაგეგმილი ღონისძიებები 21:00 საათზე აბანოთუბანში თბილისის მოდის კვირეულით და ეთნო-ფოტოგამოფენით "მე მიყვარს თბილისი" დასრულდება.
კვირას, 25 ოქტომბერს კი, 11:00 საათზე ლოკომოტივის სტადიონზე ბაზიერთა შეჯიბრი მოეწყობა, 12:00 საათზე ვაკის პარკში არტ-გენი _ თბილისობა ჩატარდება, 12:00-დან 18:00 საათამდე აბანოთუბანში ფოლკლორული და ეროვნული უმცირესობების ჯგუფების კონცერტი და სხვადასხვა სანახაობები მუშტაიდის ბაღში კი სოციალური ორგანიზაციების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა "ვიზრუნოთ ერთმანეთზე" გაიმართება.
13:00-დან 18:00 საათამდე სხვადასხვა უბნებში ხელოვნების სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა კონცერტები მოეწყობა. 14:00 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში თბილისობის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ქართველ მხატვართა გამოფენა გაიმართება. 15:00 საათზე მუშტაიდის ბაღში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი, ამავე დროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო სიმპოზიუმი - "ქართული ხელნაწერი" - დაიხურება. 15:00 საათზე მუშტაიდის ბაღში საბავშვო მუსიკალური კონკურსის - "ევროვიზიის " - მონაწილეთა კონცერტი და ილუზიონისტის შოუ, 18:00 საათზე "შერატონ მეტეხი პალასში"
არქიტექტურული პრემიის გადაცემის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
გარდა ამისა, კვირას 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისობის 30-ე წლისთავი ელისო ვირსალაძის კონცერტით აღინიშნება, 20:00 საათზე სასტუმრო "რედისონში" თბილისის მოდის კვირეული, ხოლო 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და გალა-კონცერტი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილისობის დღესასწაული წელს 30-ედ აღინიშნება.