ირანელ სტუდენტ გოგონას, რომელმაც ნოემბრის დასაწყისში საჯაროდ ტანსაცმელი გაიხადა, ბრალს არ წაუყენებენ. ინფორმაციას BBC ირანის სასამართლოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლოს განცხადებით, გოგონამ საავადმყოფოში მკურნალობა გაიარა და ოჯახს დაუბრუნდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ იყო ავად, ის ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე არ აღძრულა“, – განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა, ასგჰარ ჯაჰანგირმა.
ნოემბრის დასაწყისში ირანში სტუდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ისლამური აზადის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ინფორმაციით, ქალმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ირანის "მორალის პოლიციამ" მას ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.