13 აპრილიდან გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს, - ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელმა, სვეტა ნიორაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხვალ, 12 აპრილს, საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
,,ხვალ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში კი ზოგიერთ რაიონში, თუმცა ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 20 გრადუსამდე მოიმატებს", - განაცხადა სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ 13 აპრილიდან ამინდი გამოვა, თუმცა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება წვიმის სახით. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიორაძემ განაცხადა 14-15 აპრილს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 16 აპრილიდან კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.
,,ჯერჯერობით მაღალი ტემპერატურა და სტაბილური ამინდი მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ ზვავსაშიშროება და წყალდიდობა მოსალოდნელი არ არის.