დღეს, 9 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრეზიდენტს აბულა გიულს შეხვდება.
მიხეილ სააკაშვილის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა გუშინ, 8 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული ტრამვის შედეგად შეხვედრა ერთი დღით გადაიდო.
თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ საკაშვილი საქართველოში გამოემგზავრება.
შგახსენებთ, რომ თურქეთში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოიტეხა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის დროს, 6 აპრილს თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პრეზიდენტის მოლაპარაკება და სადილი შედგა.
"მომდევნო დღეს, ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტაბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია", - ნათქვამია განცხადებაში.