საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი, 9 აპრილს გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.
10 აპრილს,კი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმის გამართვა. ფორუმს საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გახსნიან. ჩეხური მხრიდან ბიზნეს-დელეგაცია საკმაოდ წარმოდგენლობითია, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორმხრივ ურთიერთობებს ეკონომიკის კუთხით.
ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოსა და ჩეხეთის მთავრობებს შორის ეკონომიკისა და მრეწველობის სფეროში შეთანხმებაზე ხელის მოწერა. ქართული მხრიდან ხელს აწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ხოლო ჩეხური მხრიდან მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მილან ჰოვორკა. აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოში ჩეხური კომპანიებისა და ჩეხი ინვესტორების ეკონომიკური საქმიანობის შემდგომ გააქტიურებას დაუდებს საფუძველს.