"დაბი-ჯგუფი" საქართველოში ახალი ინვესტიების განხორციელებას გეგმავს. "დაბი-ჯგუფის" თავმჯდომარე, კულტურის, ახალგაზრდობისა და სათემო განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰაიანი ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა. "დაბი-ჯგუფის" ხელმძღვანელი საქართველოს შვილებთან ერთად სტუმრობს. 20 კაციანი დელეგაცია აბუ-დაბიდან საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა. საერთაშორისო აეროპორტში მათ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი დახვდნენ. დელეგაციის წევრებში შედიან ასევე დუბაის კომერციული ბანკის თავმჯდომარე საიდ გობაში, ემირატების სადაზღვევო კომპანიის თავმჯდომარე ფადელ ალ დარმაკი და სხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.