ფინურმა კომპანიამ შანხაიში Nokia-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღაზია, ხარჯების შემცირების მიზნით დახურა. მობილური ტელეფონების მწარმოებლების განცხადებით, მაღაზიის დაკეტვა არ ნიშნავს, რომ ფინელები ჩინეთის ბაზრიდან გადიან, თუმცა მობილური ტელეფონების გაყიდვა შუამავლების, ან ონლაინ-გაყიდვებით გაგრძელდება.
ბოლო მონაცემებით, Nokia-ს გაყიდვები ჩინეთში 4-ჯერ დაეცა: თუ 2011 წლის ბოლო კვარტალში გაყიდვები 1 მლრდ დოლარი იყო, 2012 წლის იგივე პერიოდში 213 მლნ დოლარამდე შემცირდა.
2012 წელს, ფინურ კომპანიას, მნიშვნელოვანი საბაზრო წილის დაკარგვის ფონზე, ხარჯების მკვეთრად შემცირება მოუხდა. კერძოდ, მან 10 ათასი სამუშაო ადგილის და შტაბ-ბინის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.