აჭარაში ტურისტების რაოდენობა 50.2%-ითაა შემცირებული. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-მარტში სულ აჭარაში 51 ათას 482 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 50.2%-ით ნაკლებია, ხოლო 2011 წელთან შედარებით კი - 40.2%-ით ნაკლები.
2012 წლის იანვარ-მარტში სულ აჭარაში 103 ათას 471 ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო 2011 წლის იანვარ-მარტში კი - 86 ათას 89 ვიზიტორი.
2013 წლის იანვარ-მარტში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 40 ათას 57 ვიზიტორი, რაც 2012 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 3.4%-ით მეტია. 2012 წლის იანვარ-მარტში აჭარას 38 ათას 725 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2011 წელს კი - 24 ათას 579 ვიზიტორი.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ იანვარ-მარტში აჭარაში სომეხი ვიზიტორების რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო. უფრო კონკრეტულად კი 2013 წლის იანვარ-მარტში აჭარაში 85,7 %-ით ნაკლები სომეხი ვიზიტორი ჩავიდა ვიდრე მათი რიცხვი 2012 წლის იანვარ-მარტში იყო. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვითვე შემცირებულია ასევე ვიზიტორები ლიტვადან - 60,4 %-ით, ლატვიიდან - 56,9 %-ით, ბელარუსიდან - 59,2 %-ით, პოლონეთიდან - 51,2 %-ით, ესტონეთიდან კი - 45,1 %-ით.
მასალის გამოყენების პირობები