შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა "ჰიპერპოზიცია-ინსტალაციიდან სკულპტურამდე" მიმდინარეობს.
კონსტანტინე მინდაძისა და მანუჩარ ოქროსცვარიძის პროექტი "ჰიპერპოზიცია" მოიცავს იმ ვიზუალურ შედეგებს და ფაზებს, რომლებიც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდიან. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება სივრცული ინსტალაციიდან, იგივე მასალის გამოყენებით, პერმანენტულ სკულპტურაში გარდასახვის ხელოვნება.
წარმოდგენილი ნამუშევრები დამთვალიერებლებს სივრცის ახლებურად გააზრებასა და იმ პროცესების მხატვრულად გაანალიზების საშუალებას მისცემს, რომელიც აზროვნებას, მეხსიერებას, გაცნობიერებასა და იდენტიფიკაციას უკავშირდება.
პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ავტორები ჩაატარებენ მასტერკლასებს.
გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 5 აპრილს გაიხსნა და 18 აპრილამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები