"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილების მიღება მხოლოდ ერთს ნიშნავს - საქართველოს აფიქსირებს, რომ მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მხრიდან სახელმწიფო საზღვარი არ აქვს.
ამჟამად არსებული კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" იძლევა იმის საშუალებას, რომ ფაქტი შეისწავლო და ამის შემდეგ გადაწყვიტო 400 ლარიანი ჯარმა გამოწერო დამრღვევზე თუ დააპატიმრო. აცხადებს საგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან " "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონზე და მასში შესატან ცვლილებებზე საუბრისას უმცირესობის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე შოთა მალაშხია და აღნიშნავს, რომ როგორც არ უნდა შეიფუთოს ეს ცვლილება კანონში ცალსახად ნათელია, რომ ეს პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბრძანების შესრულებაა და სხვა არაფერი.
"ზოგადად, მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა და საქართველოც ამ პრაქტიკის ნაწილია, რომ საზღვრის დარღვევა არის სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა. ყველგან ასეა და ჩვენს შემთხვევაშიც ასე არის განმარტებული. მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საზღვარი ხომ განსაკუთრებულია, ამიტომ სპეციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა კანონი, რომელიც უკვე ოკუპირებული ტერიტორიიდან დარღვევას განსაზღვრავდა. კანონით განისაზღვრებოდა ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც - საუბარია 2 დან 4 წლამდე ვადაზე.
სხვა საზღვრის დარღვევაზე არის ასევე სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა. ოღონდ ეს არ არის ქართული ფენომენი, ეს არის მსოფლიოს ტენდენცია", _ აცხადებს მალაშხია და აღნიშნავს, რომ დღეს შემოთავაზებული ცვლილებით კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოსვლა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ჯარიმდება ზუსტად ისე, როგორც მაგალითად დაჯარიმდება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თუ ის მართვის მოწმობის გარეშე მართავს ავტომობილს.
"ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმ ტერიტორიიდან სადაც მოხდა დანაშაული კაცობრიობის წინაშე , ეთნოწმენდა, გენოციდი და არის ოკუპირებული, თუ აქედან დაიღვა კანონი და დაირღვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის წესი - მათ დავაკისროთ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა.
ანუ თუ შემოვიდა თურქეთიდან, ლარსიდან მაშინ ვიჭერთ და გვეუბნებიან რომ თუ შემოვიდა ოკუპირებული ტერიტორიიდან ასეთ შემთხვევში დავაკისროთ ჯარიმა 400 ლარი. ეს 400 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა არის იგივე რაც მაგალითად მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვის დროს წესდება - ანუ გაათანაბრეს.
პრაქტკულად გვეუბნებიან, რომ იქ სადაც დანაშაული მოხდა და ეს დანაშაული ხომ არ არის, რომ ვიღაცამ ვიღაცას უჩქმიტა, საუბარია დანაშაულზე კაცობრიობის წინაშე. ასეთ შემთხვევაში იქიდან თუ დაირღვა კანონი აქ იყოს ადმინისტრაციული პასუხიმგებლობაო", _ აცხადებს უმცირესობის წევრი და აღნიშნავს, რომ ამ ცვლილების სულისკვეთება ერთია - საქართველო აღიარებს, რომ მას იქ სახელმწიფო საზღვარი არ აქვს.
"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ აქეთ საზღვარი არა გვაქვს. თუ ზოგადი ტენდენციაა რომ საზღვრის დარღვევის დროს ადამიანი უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით მაშინ ვამბობთ, რომ აქედან ჩვენთვის საზღვარი არ ირღვევა.
მსოფლიოს ვეუბნებით - მოდით აღიარეთ რომ ეს არის ეთნოწმენდა, რომ იქ მოხდა გენოციდი რომ ეს არის ოკუპირებული და ამ დროს ჩვენ თავად ვაცხადებთ რომ ამ მხრიდან დარღვევა ჩვენთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა და სხვა არაფერი", _აცხადებს მალაშხია და არც იმ არგუმეტს მიიჩნევს გამართლებულად, რომ "ადამიანმა არ იცოდა".
"ამის გამართლება იმით, რომ რომ არ იცოდა შეიძლება? ვთქვათ, დაარღვია თურქეთიდან და არ იცოდა? და სომხეთიდან თუ დაარღვია და არ იცოდა? და მეორე, სუბოტექსის ყიდვა საფრანგეთში კანონით არ ისჯება. სუბოტექსი რომ იყიდოს კაცმა და შემოვიდეს საქართველოს საზღვარზე - რა ვქნათ?
ანუ ეს არის სრული იდიოტიზმი ან რეალურად გააზრებული ქმედება რუსეთისთვის, იმიტომ, რომ ლავროვმა სწორედ ეს განაცხადა და თქვა, რომ თუ არ იქნება ამ კანონში ცვლილებები ჩვენ მაშინ ურთიერთობებს გადავხედავთო და ვერ გვექნება ისეთი როგორიც საჭიროა - ეს არის რეალური სურათი.
და მეორე, ეს "არ იცოდა" რას ნიშნავს? ის ხომ მოხვდა სოხუმის ტერიტორიაზე?! ხომ ნახა ეს დამწვარი სახლები?! შემთხვევით ხომ არ შეიძლება, რომ ადამიანი მოხვდეს ამ ტერიტორიაზე?! ის იღებს ბილეთს, მოგზაურობს", _ აცხადებს პარლამენტარი.
მისივე თქმით, კანონში, რომელიც ამჯამად მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლობას სულაც არ წარმოადგენს, რომ ადამიანი 2 , 3 ან 4 წლის ვადით ციხეში მოხვდეს. ამ გადაწყვეტილებას პროკურორი და სასამართლო იღებს, ხდება ფაქტის შესწავლა. ახლა კი, მალაშხიას განცხადებით, იმპერატიულად ცხადდება ის, რომ დარღვევაზე მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმაა 400 ლარის ოდენობით.
"კანონით, კი არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მაგრამ აუცილებელი არ არის რომ 2 დან 4 წლამდე ჩაჯდეს დამრღვევი, თვითონ პროკურორი და სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმით გამოუშვას თუ დასაჯოს. ეს დისკრეცია წერია აქ უკვე ჩვენს კანონში.
ახლა კი ჩვენ იმპერატიულად გვეუბნებიან, რომ დეკრიმინალიზება მოხდება და იქნება მხოლოდ 400 ლარიანი ჯარიმა.
"ამჟამად არსებული კანონით, 400 ლარიანი ჯარიმაც შეიძლება გამოწერო, 5 ათას ლარიანი და ციხეშიც შეგიძლია ჩასვა. ანუ კონკრეტული ფაქტის შესწავლა ხდება - მართლა მოხდა? მართლა დაირღვა? მართლა არ იცოდა? ამას განსაზღვრავს პროკურორი და განსაზრვრავს სასამართლო. დღეს კი პირდაპირ გვეუნებიან , როგორ დაარღვია ამას მნიშვნელობა არ აქვს. პირველად უნდა იყოს 400 ლარიანი ჯარიმა. ეს არის შეურაცხყოფა და რაც არ უნდა შეიფუთოს ეს ყველაფერი - ეს არის ლავროვის მითითების შესრულება და სხვა არაფერი", _ აცხადებს შოთა მალაშხია "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.