უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული იქნება რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ. ამიტომ, როგორც ჩანს, მათთან ერთ ოთახში ჯდომა მომიწევს, რადგან მათ ერთად ყოფნა არ შეუძლიათ, სიძულვილი ძალიან ძლიერია“, - ხაზი გაუსვა მან.
ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა რუსეთიდან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ.
„ისინი (ევროპის ქვეყნები) ამაზე მხოლოდ საუბრობენ, მაგრამ უნდა შეწყვიტონ“, - აღნიშნა ტრამპმა.