ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო "რედისონ"-ში დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის განახლებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ლტოლვილთა დაგანსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე შეაჯამეს 2009 წლის წარმატებული მხარეებს, იმსჯელს პრობლემებსა და ხარვეზებზე. ასევე, განახლდა დევნილთა მიმართ 2010 წლის სამოქმედო გეგმა. სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები, დონორები, საერთაშორისო ირგანიზაციები, ელჩები და თავად დევნილები დაესწრნენ.
"როცა სახელმწიფო სტრატეგიის განსახორციელებელი გეგმა მივიღეთ, მაშინ დონორებთან შევთანხმდით, რომ გარკვეული პერიოდიის შემდეგ გეგმაში იმ ცვლილებებს შევიტანდით, რომელსაც წლების განმავლობაში გამოცდილბის შემდეგ მივიღებდით. ორი წლის განმავლობაში გამოცდილება საკმაოდ დაგროვდა და შესაბამისად, ის დევნილთა მიმართ სახელმწიფო გეგმაში უნდა აისახოს. შესაბამისად, ყველა დონორი ორგანიზაცია საკუთარ რეკომენდაციას წარმოადგენს, რომელიც დოკუმენტში აისახება და სამოქმედო გეგმის სახით მისი განხორციელება დაიწყება," - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა.
სამუშაო შეხვედრაში დიპლომატიური კორპუსიც მონაწილეობდა. როგორც საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა პატრიცია ფლორმა აღნიშნა, გერმანია მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნილთა მიმართ სტრატეგიის განხორციელებას. მისი თქმით: „გერმანიის მთავრობა მოხარულია, რომ ამ გეგმის განხორციელებაში მონაწილეობს. ჩვენი დახმარებით გორში დევნილებისთვის აშენდა სახლები. ასევე, გამოიყოფა, დაახლოებით, 20 მლნ დოლარის დახმარება 90-იანი წლების დევნილებისთვის. გერმანიის ხელისუფლება დევნილთა დახმარების მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. ჩვენ გვიხარია, რომ, შედეგებს ვხედავთ."
სამუშაო შეხვედრის ძირითადი პუნქტები:
• ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2009 წელს სამოქმედო გეგმის მიხედვით მიღწეული წარმატებები წარმოადგინა და დონორ ორგანიზაციებს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი შედეგები მოკლედ გააცნო.
• ამას გარდა, კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო დევნილების შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის განახლება და 2010 წელს ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა არსებული საჭიროებების მიხედვით.
• სამოქმედო გეგმა იქნება მუდმივად განახლებადი დოკუმენტი და სამთავრობო სტრუქტურებთან, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე მოხდება მისი რეგულარული განახლება.
• საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ აქტიურად ახორციელებს დევნილთა დახმარების პროგრამებს.
• დონორი ორგანიზაციების უმეტესი ნაწილის აზრით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის სამინისტროს აქტიური საქმიანობა შემუშავებული სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელებისათვის.
• პარტნიორმა ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან მომავალშიც გააგძელონ სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა.
• გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა პეტერ ნიკოლაუსმა საქართველოში ისაუბრა მინისტრის პირადი დამსახურებისა და მისი უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ დევნილთა სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების პროცესში. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობას წარმოადგენდა სამინისტროს თანამშრომელთა საკმაოდ ეფექტური და ინტენსიური მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით.