მასშტაბური ჰაკერული შეტევა, რომელმაც ოთხშაბათს სამხრეთ კორეის უმხსვილესი ბანკებისა და ტელევიზიების პარალიზება მოახდინა, ჩინეთიდან განხორციელდა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა.
სამხრეთ კორეის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს ინფორმაციით, ვითარების ანალიზმა ცხადყო, რომ ექვსი ორგანიზაციაზე შტევა ერთი წყაროდან განხორციელდა.
მარეგულირებელმა ორგანომ ასევე განმარტა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ იყო შეტევის ორგანიზატორი. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კორეა აღნიშნულ ქმედებაში ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებს.
სპეციალისტების განმარტებით, ჩრილოეთ კორეის ხელისუფლება ხშირად იყენებს ჩინეთის IP მისამართებს საკუთარი კობერშეტევის შესანიღბად.
გუშინ ტელეკომპანიებმა KBS, MBC, YTN განაცხადეს, რომ მათი კომპიუტერები "დაეკიდა" და გადატვირთვა ვერ ხერხდება. ბანკებმა Shinhan Bank და Nonghyup-მა ანალოგიური განცხადებები გააკეთეს.