უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ელენა ზელენსკა კანადაში ჩავიდნენ. ისინი ქვეყანაში 9-11 სექტემბერს იმყოფებიან, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იუწყება.
„პრეზიდენტი და პირველი ლედი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებებში კალგარიში, ტორონტოსა და ნორთ-ბეიში. პრეზიდენტი ზელენსკი ასევე სიტყვით მიმართავს მინისტრთა კაბინეტის წევრებს ბანფში, მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის დაგეგმვის ფორუმზე.
ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება კანადისა და უკრაინის საერთო პრიორიტეტებზე, მათ შორის თავდაცვის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე განიხილება რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უკრაინაში ადამიანური დანაკარგების საკითხი და ხაზი გაესმება ხალხებს შორის მტკიცე კავშირებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანადის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის მხარდაჭერაში კანადის ლიდერის როლს და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი ქვეყნის ურყევ ერთგულებას.
„კანადა კვლავ მტკიცედ არის ერთგული უკრაინის თავდაცვის, აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის“, - ნათქვამია განცხადებაში.