,,ბორდმა გიორგი ბარათაშვილი შესაბამისი კვორუმის გარშე გაათავისუფლა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,საიას" მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ და აღნიშნა, რომ ეს ქმედება უკვე კანონდარღვევაა.
,,ამის გამო შესაძლოა დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს აქტის ბათილად ცნობა", -განაცხადა ნათია კაპანაძემ და აღნიშნა, რომ არხის გენერალური დირექტორის გადაყენების პროცესში დარღვევები იკვეთება.
,,საზოგადოებრივ მაუწყებელში, როდესაც კრიზისის შექმნაზე ვსაუბროთ მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნა თუნდაც ბორდის მიერ არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამასთან ბორდის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამისი კვორუმის გარეშე. გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბორის ათ წევრს უნდა მიეღო დადებითი გადაწყვეტილება, თუმცა ბორის ცხრა წევრის თანხმობით მოხდა არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,საიას" მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ და აღნიშნა, რომ ბორის გადაწყვეტილებაში თითქოს გიორგი ბარათაშვილი გათავისუფლდა იმიტომ, რომ მან არხზე არსებული კრიზისული ვითარება ვერ მოაგვარა, გადაწყვეტილებაში მითითებული არა არის თუ რა იგულისხმება კრიზისში.
,,ვერ გეტყვით რას ემსახურება აღნიშნულის გადაწყვეტილებები, თუმცა ცალსახაა, რომ გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლება კანონთან შესაბამისობაში არ არის და მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება ბათილად იქნას ცნობილი", -განაცხადა და აღნიშნა, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ:' კანონი ბორის არ აძლევს უფლებას ჩაერიოს არხის საკადრო პოლიტიკაში.
,, განცხადებები, რომელიც ბორდის წევრებმა გააკეთეს და ჩანაწერები, რომელიც გამოქვეყნდა მიანიშნებს იქითკენ, რომ არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ მისი გადაწყვეტილება არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება გახდა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,საიას" მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ.