უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის ლიდერ ალექსანდრ ვუჩიჩს ტელეფონით ესაუბრა. მათ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„არსებობს საკითხები, რომლებშიც ერთმანეთის დახმარება შეგვიძლია“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ და ვუჩიჩმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები.
„ჩვენი ქვეყნები თანაბრად არიან დაინტერესებული ამით და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
პრეზიდენტებმა ცალ-ცალკე განიხილეს უახლოესი მომავლის საერთაშორისო დღის წესრიგი და შეთანხმდნენ კონტაქტის შენარჩუნებასა და შემდგომ კოორდინაციაზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ცოტა ხნის წინ სერბეთს შეახსენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, აუცილებელია საგარეო პოლიტიკის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სინქრონიზაცია.