2012 წლის 5 მაისიდან საუკუნზე მეტი ხნის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში ასეულობით ხე მოიჭრა. ბოტანიკურ ბაღში სამუშაოების დამკვეთი გახლდათ კომპანიაა შპს „ანაკლია-განმუხური რესორტი", სამუშაოებს კი ასრულებდა კომპანია ,,სანი''. წარდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმებოდა ერთკილომეტრიანი ველოტრასის მშენებლობა და შემდგომ უნდა მომხდარიყო ტრასის გაფართოებაც ბოტანიკური ბაღის მთელ რადიუსში. ველოტრასის ბაღის შიდა ტერიტორიაზეც შეღწევით, ბოტანიკურ ბაღს განადგურება ემუქრებოდა.
ვინაიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს გააჩნდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ბოტანიკური ბაღი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, მუნიციპალიტეტს მშენებლობის პროექტი უნდა შეეთანხმებინა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან. ეს სტადია ბოტანიკურ ბაღს არ გაუვლია. რითაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურებმა ხელი შეუწყვეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადაგურებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 2592-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძიდან ეცნობა მთავარ პროკურატურას სადაც შესაბამისი მასალებიც გადაიგზავნა. მოთხოვნილი იქნა ბოტანიკური ბაღის განადგურების შეჩერება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა პასუხისგებაში მიცემა.
სააკაშვილის მართველობის პერიოდში, მართალია მშენებლობა და ხეების ჭრა შეჩერდა, მაგრამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურთა პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა.
ამ დღეებში ზუგდიდის შსს-მ საგამოძიებო სამსახურმა ბოტანიკურ ბაღში ხეების ჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმეზე დაკითხულ იქნა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძეც, რომლის განცხადებითაც სულ მალე დაისმება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურთა პასუხისმგებლობის საკითხიც.