საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი, მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის წევრი ზურაბ კახეთელიძე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.კახეთელიძემ ერთერთი მოქალაქისგან სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 100 ლარი აიღო.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით