საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ) ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
დეპარტამენტის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო აიკრძალა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება.