ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დედაქალაქის მერის გიგი უგულავას საქმის მასალების გარკვეული ნაწილი გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებული მასალების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ამონარიდი ჯოზეფ კეის ჩვენებიდან; ამონაწერი რიყის ანგარიშიდან; გადახდის მოთხოვნა ინგლისურად; გადახდის მოთხოვნა ქართულად; თანხის გადარიცხვის ქვითარი; ხელშეკრულება ქართულად; ხელშეკრულება ინგლისურად.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა საქმის მასალებზე დაყრდნობით ხვალ სასამართლოს გიგი უგულავასთავის აღმკვეთი ღონისძიების შფარდების საკითხზე მიმართავს.
დღეს დედაქალაქის მერს ბრალი ოფიციალურად წარედგონა.