ISAF-ის საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ავღანეთში ორი ქართველი ოფიცრის და რამდენიმე ჯარისკაცის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
როგორც ცნობილია, გუშინ, ქართული მედიის ნაწილმა გაავრცელა ცნობა, რომ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, გიორგი კიკაძის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველი სამხედრო დააკავეს, რომლებიც ხელბორკილებით თბილისში იქნენ ჩამოყვანილი. ეს ინფორმაცია გუშინვე კატეგორიულად უარყო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც.