გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი გერმანული მხარე იყო. ეს გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრაა 2022 წლის შემდეგ.
შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და გაეროს შტაბ-ბინაში, რუსეთის მხარის შეხვედრების ოთახში გაიმართა.
შეხვედრის კონკრეტული შინაარსი ჯერ საჯაროდ არ გახმაურებულა. გერმანულ მედიაში აღნიშნულია, რომ უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს მინისტრებმა.