კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიკა ვაჩეიშვილმა განაცხადა მიზეზი განსხვავებული შეხედულებები გახდა.
,,ჩემი თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო. მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ძეგლთა დაცვის კუთხით განსხვავებული ხედვა გვაქვს. მესმის სამინიტროს გადაწყვეტილება, მეც რომ მათ ადგილზე ვყოფილიყავი და ასეთი განსხვავებული შეხედულება მქონოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მივიღებდი. კულტურის სამინისტროსთვის როგორც ჩანს, მისაღებია, რომ ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია არ მომხდარიყო და ყოფილიყო როგორც ნანგრევი. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატრიარქის სიტყვებია: ,,ქრისტე აღსდგა, ბაგრატის ტაძარი აღსდგა, საქართველო აღსდგა", _განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარი ნიკა ვაჩეიშვილმა, რომელიც მინისტრის განცხადებას, რომ დაჩქარებული წესით ხდებოდა ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია.
"დაჩქარებული წესით კი არ ხდებოდა ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, არამედ ნგრევის საშიშროება, რომ მოგვეხსნა ტყეში, ღრეში, მიუვალ ადგილებში ცხენებისა და ვირების დახმარების საშუალებით მუშაობდნენ რესტავრატორები", - განაცხადა ვაჩეიშვილმა, რომელიც მზადაა საჭიროების შემთხვევაში თავისი გამოცდილებით დაეხმაროს კულტურის სამინიტროს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ნოებრიდან ნიკოლოზ ვაჩეიშვილი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, 2008 წლის იანვარ-ოქტომბერი კულტურის, ძეგლთა დეაცვისა და სპორტის მინისტრი; 2006-2007 წელი კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტოის მინისტრის პირველი მოადგილე.