დღეს, 17 იანვარს ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი განახლდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გუშინ დღისთვის გადაიდო.
პროცესის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ ბრალდების მხარემ პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებები არ წარმოადგინა. არ მომხდარა ასევე ოქრუაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ პროცესი ოქრუაშვილის მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ბრალდებაზე მიმდინარეობს.