ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი, 23 წლის სტუდენტი გოგონა სინგაპურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"პაციენტი 4:45 საათზე, 29 დეკემბერს გარდაიცვალა", - იტყობინება საავადმყოფოს ადმინისტრაცია რომელშიც მოთავსებული იყო დაზარალებული.
23 წლის გოგონა სინგაპურში ხუთშაბათს გადაიყვანეს, მაშ შემდეგ, რაც დელის საავადმყოფოში მას სამი ოპერაცია ჩაუტარდა.
დანაშაული 16 დეკმბერს, მოხდა, რამაც ინდოეთში მასობრივი პროტესტები გამოიწვია. საპროტესტი გამოსვლებს პოლიციის ოფიოცერიც ემსხვერპლა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი ექვსი მამაკაცი დაკავებულია, ორი პოლიციელი კი გამოძიების მიმდინარეობის პროცესში დროებით ჩამოაშორეს სამართალდამცავ ორგანოებში საქმიანობას.
შეგახსნებთ, რომ 23 წლის გოგონა და მისი მეგობარი კინოში მიდიოდნენ. ისინი ჩასხდნენ ავტობუსში დელის სამხრეთით მდებარე მინირკას რაიონში. გოგონას და მის მეგობარს ავტობუსში თავს დაესხა ექვსი ადამიანი. მათ რიგ-რიგობით გააუპატიურეს გოგონა, შემდეგ რკინის ხელკეტებით სცემეს ის და მისი მეგობარი და ორივე მოძრავი ავტობუსიდან გადააგდეს.