დღეს, 12 თებარვალს, 14:30 საათზე, ბიზნესცენტრ ‘'კალასში''სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ე.წ. უკანონო პატიმრების გათავისუფლებისთვის ახალი საზოგადოებრივი კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება.
კამპანიაში გაერთიანდებიან საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" კამპანიის ერთ ერთმა დამბუძნებელმა ეკა ბესელიამ განმარტა, ზეპოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი მიმართულება - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა იქნება.