შვედეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების შედეგებმა შესაძლოა განსაზღვროს, დაბრუნდება თუ არა ხელისუფლებაში მემარცხენე ოპოზიცია სოციალ-დემოკრატების ლიდერ მაგდალენა ანდერსონის ხელმძღვანელობით, თუ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მემარჯვენე-ცენტრისტული ბლოკი შეინარჩუნებს ძალაუფლებას.
როგორც Associated Press წერს, არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ულტრამემარჯვენე „შვედეთის დემოკრატების“ როლია. პარტია 2022 წლიდან კრისტერსონის მთავრობის მხარდაჭერას პარლამენტში უზრუნველყოფს, თუმცა ახალი არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა ის პირველად შევიდეს მთავრობაში და მინისტრის პორტფელებიც მიიღოს.
ბოლო კვირების განმავლობაში გამოკითხვებში მემარცხენე ბლოკი უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა არჩევნების წინ სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა. Reuters-ის ინფორმაციით, არჩევნები იმდენად დაძაბულია, რომ საბოლოო შედეგის პროგნოზირება რთულია.
შვედეთის პარლამენტში 349 დეპუტატს ირჩევენ. ხმის მიცემის უფლება 8 მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს, ხოლო წინასწარი შედეგების გამოცხადება ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:00 საათიდან არის მოსალოდნელი.