"გარემოს დაცვის" კოდექსი საზოგადოებრივი განხილვისთვის ნოემბრისთვის იქნება მზად. ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნულ კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად მიმდანარეობდა მუშაობა და აქ მოხდა ყველა საკითხის თავმოყრა.
"გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები 25 კანონშია გაფანტული და ახლა მოექცევა ერთ კოდექსში, რაც უდავოდ დადებითი მომენტია. გარდა ამისა, შევეცადეთ, ექსპერტებთან ერთად ამოგვევსო ის სიცარიელები და ხარვეზები, რაც აქამდე არსებობდა~, - განაცხადა ხაჩიძემ.
როგორც გარემოს დაცვის მინისტრი აღნიშნავს, ეს კოდექსი მაქსიმალურად რეალისტური და შესრულებადია.
ხაჩიძის თქმით, კოდექსის კანონპროექტს სამინისტრო პარლამენტს განსახილველად ნოემბრის დასაწყისში წარუდგენს. თუმცა, როგორც აღნიშნავს, ვიდრე საპარლამენტო განხილვის პროცედურა დაიწყება, საზოგადოებას საშუალება ექნება, განხილვის პროცესში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი შეხედულებები წარმოდგინოს. იგი ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს, რათა კოდექსი მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს.