“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის “ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციისთვის საბოლოო ვერდიქტია .
„აქ დეტალურად არის განხილული არჩევნების დარღვევა და სახელმწიფოს მიტაცება. ასევე მკაფიო მოწოდებაა, 2024 წლის არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში აღწერილია პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, პარტიების გაუქმების მცდელობა. პოლიტიკისა და პლურალიზმის მოკვლის „ქოცური“ სპეცოპერაცია. საუბარია ძალაუფლების დანაშაულებრივად გამოყენებაზე. ცხადია, დეტალურად არის გაანალიზებული ყველა ის კანონი, რომლის მეშვეობითაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი აყალიბებს დიქტატურას და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ანტიევროპული, ანტიქართული, ანტიადამიანური პოლიტიკური პრაქტიკები, რომლის მიზანია საქართველოს დაშორება ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობიდან და საქართველოს დაახლოება ასეთი ტიპის რეჟიმებთან, როგორიც არის „ქოცების“ საყვარელი ირანი, ჩინეთი და რუსეთი.
ეს დასკვნა არის საბოლოო ვერდიქტი „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის, როგორც დიქტატურის ჩაცემენტების კუთხით და პირდაპირ ამბობს, რომ ამ პოლიტიკური კურსის პირობებში, არ არსებობს და ვერ იარსებებს თავისუფალი, მთლიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელსაც რაიმე ტიპის ევროატლანტიკური მომავალი შეიძლება ჰქონდეს", - განაცხადა გეგელიამ.