საუდის არაბეთის Saudi Aramco სულ მცირე ორ უკრაინულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დრონების შესაძენად, რაც ნავთობის საბადოებზე ირანის თავდასხმებისგან დაცვაში ესაჭიროება. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი თქმით, კომპანია ცდილობს, ასეთი დრონების მიწოდება რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს.
კერძოდ, Aramco თანამშრომლობს უკრაინულ კომპანიებთან SkyFall-თან და Wild Hornets-თან. ისინი აწარმოებენ ჩამჭრელ დრონებს, რომლებიც სხვა დრონებს ეჯახებიან ან მათ მახლობლად ფეთქდებიან.
ცნობისათვის, Aramco მსოფლიოში უდიდესი ნავთობმწარმოებელია, რომელიც გლობალური მიწოდების დაახლოებით მეათედს შეადგენს.