მიჩიგანის შტატის პოლიციის განცხადებით, ოკლენდის ოლქის ქალაქ ვესტ ბლუმფილდში, სინაგოგა Temple Israel-ზე თავდასხმის მცდელობა იყო. ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი მოკლულია.
ოკლენდის ოლქის შერიფმა მაიკლ ბუშარმა განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის.
მისი თქმით, შეიარაღებული კაცი სინაგოგის დაცვის თანამშრომელს მიუახლოვდა, რომელმაც მისი თავდასხმა მოიგერია. შემდეგ ეჭვმიტანილი გაიქცა.
ცნობილია, რომ ინციდენტის დროს სროლა იყო, თავდასხმაში ასევე ჩართული იყო ავტომობილი.
პოლიციის გარდა, სროლის ადგილზე FBI-ის აგენტებიც მივიდნენ.
Associated Press წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ მიჩიგანში სინაგოგაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილია.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის მასშტაბით ებრაული ორგანიზაციები გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებში მოქმედებენ მას შემდეგ, რაც ამერიკისა და ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები დაიწყეს.