დღეს, "ქრისტიან-დემოკრატების" მერობის კანდიდატმა, გია ჭანტურიამ სკოლის "21 საუკუნე" პედაგოგებთან შეხვედრა გამართა
გია ჭანტურიამ სკოლა დაათვალიერა და პედაგოგებს განათლების პრობლემებზე ესაუბრა. ჭანტურიამ სასწავლო გარემოთი კმაყოფილება გამოთქვა.
"როცა თბილისის და ქვეყნის მომავალზე ვსაუბრობთ, უპირველესი ამ საქმეში არის განათლება, მომავალი თაობის აღზრდა. განათლების ხარისხი კი ბევრად არის დამოკიდებული მასწავლებლის მომზადების ხარისხზე, დაფინანსებაზე. სკოლა და მასწავლებელი საქართველოში ხელისუფლებისთვის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს", _ აგანაცხადა გია ჭანტურიამ.