ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დონორებთან ერთად სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა, აფხაზეთიდან დევნილებისთვის რეაბილიტიებული ობიექტები დაათვალიერა და დევნილებს სახლების გასაღები თავად გადასცა.
მინისტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელმძღვანელთან პიტერ ნიკოლაუსთან და ევროკავშირის ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელთან პერ ეკლუნდთან ერთად სენაკში დევნილთა 2 ობიექტი გახსნა. აღნიშნული ობიექტები სრულად გარემონტდა და დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. ორივე ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 68 ოჯახი ცხოვრობს.
როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა სახელმწიფოს ყურადღების გარეშე არცერთი დევნილი დარჩება: "სრულდება ის სიტყვა, რომელიც პრეზიდენტმა თქვა - აფხაზეთიდან დევნილი ყველა ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს. ჩვენი ყურადღების გარეშე არავინ დარჩება. დღეს 68 ოჯახი დავაკმაყოფილეთ, გუშინ - 58 ოჯახი და ნელ-ნელა ყველა დევნილი ოჯახი, აფხაზეთში დაბრუნებამდე ღირსეულ პირობებში იცხოვრებს."
ევროკავშირმა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად 9,7 მილიონი ევრო გამოჰყო. სენაკში 2 ობიექტის რეაბილიტაციისთვის 662 000 ლარი დაიხარჯა.