დედაქალაქის ბაზრობების მოვაჭრეებს თბილისის ადვოკატი დღეიდან უფასოდ მოემსახურება.
შესაბამის პროექტს ქალაქის მერია ფინანსთა სამინისტროს დახმარებით ახორციელებს.
უფასო იურიდიული მომსახურების მიზნით შესაბამისი ადგილები ყველა ბაზრობის ტერიტორიაზე გამოიყო, სადაც იურისტები განთავსდებიან.
დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და ფინანსთა მინისტრი კახა ბაუნდირაშვილი დღეს ვარკეთილის ბაზრობაზე თავად იმყოფებოდნენ და პროექტის მიმდინარეობა პირადად შეამოწმეს.
პროექტი "თბილისის ადვოკატები" 2010 წლის დასაქმების პროგრამის მთავარი მიმართულებაა, რომელიც მოქალაქეთა უფლებების სამართლებრივ დაცვას ემსახურება.